დიდების დარბაზი

ომარ ფხაკაძე

alt  alt  alt

მსოფლიოს ჩემპიონი (1965), მეორე (1969) და მესამე პრიზიორი (1966), XX ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1972, მიუნხენი), XVIII და XIX ოლიმპიადების მონაწილე (1964, ტოკიო _ მეოთხედფინალი; 1968, მეხიკო _ IV ადგილი). სსრკ ათგზის ჩემპიონი (1963, 64, 66-73), ორგზის მეორე (1965, 67 _ ჰიტი 1000 მ ადგილიდან) და მესამე (1968 _ გიტი 1000 მ სვლით) პრიზიორი, სსრკ თასის ოთხგზის მფლობელი (1963-65, 69), გდრ-ის, კოპენჰაგენის, ამსტერდამის, ტულის საერთაშორისო ტურნირებში გამარჯვებული. მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: ჰიტი 200 მ სვლით _ 10,69 წმ და 10,61 წმ (1967). სსრკ და საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (1965). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ და საქართველოს სპრინტერთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი (1974-93), საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი (1986-93). მისი სახელი მინიჭებული აქვს თბილისის ცენტრალურ ველოდრომს. გადაღებულია ქართულ ფილმში “ხარება და გოგია”, რომელშიც ასრულებს ერთ-ერთი მთავარი გმირის _ ხარებას როლს.
  • 1972 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტალინი (სპრინტი)
  • 1972 - მესამე ადგილი, ოლიმპიური თამაშები. მიუნჰენი (სპრინტი)
  • 1971 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1970 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტულა (სპრინტი)
  • 1969 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. ბრნო (სპრინტი)
  • 1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1968 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ხარკოვი (სპრინტი)
  • 1967 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1966 - მესამე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. მაინის ფრანკფურტი (სპრინტი)
  • 1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
  • 1965 - პირველი ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. სან - სებასტიანი (სპრინტი)
  • 1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ბერმი (სპრინტი)
  • 1965 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ტულა (სპრინტი)
  • 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ირკუტსკი (სპრინტი)
  • 1963 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სპრინტი)
ემზარ გელაშვილი

alt  alt  alt
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1982), მსოფლიო უნივერსიადისა (1983) და ევროპის თასის გათამაშების (1982) მეორე პრიზიორი, სსრკ ჩემპიონი (1980), ოთხგზის მეორე და ოთხგზის მესამე პრიზიორი (1979-84), მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი იუნიორებში (1980), სსრკ ორგზის ჩემპიონი იუნიორებში (1979,80). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

პეტრე ჩევარდოვი

alt  alt  alt
მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1979, გამოდევნებით გუნდური რბოლა), მსოფლიოს ახალგაზრდობის პირველობის მესამე პრიზიორი (1977), სსრკ ხუთგზის ჩემპიონი (1978, 79, გამოდევნებით ინდივიდუალური, ჯგუფური, წყვილთა და ჯგუფური წყვილთა რბოლა). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.


ოთარ მჭედლიშვილი

alt  alt  alt
მსოფლიოს რეკორდსმენი: ჰიტი 500 მ _ 33.203 წმ (1986). ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე პრიზიორი სპრინტში (1984), სსრკ ექვსგზის ჩემპიონი (1986-88 _ სპრინტი; 1987, 89 _ ჰიტი 1 კმ; 1989 _ წყვილი). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

ვლადიმერ ადამაშვილი

alt  alt
საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი სპრინტსა და ჰიტში, სსრ კავშირის მრავალგზის ჩემპიონი და პრიზიორი ჰიტში. 1990 წლის 6 აგვისტოს მოსკოვში გამართულ სსრკ ჩემპიონატში 200 მ ჰიტში დაამყარა მსოფლიოსა და ევროპის რეკორდები – 10,099 წამი, მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებული ჰიტში (1989, 90) და პრიზიორი (1988-90) სპრინტში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

მერაბ სურმავა

alt  alt
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი იუნიორთა შორის (გიტი)

იური კაზაკოვი

alt
მსოფლიო ჩემპიონი იუნიორთა შორის.

ვასილი დავიდენკო

alt  alt 
მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი საგზატკეცილო ველორბოლაში იუნიორთა შორის

სტელა პრიახინა

alt  alt 
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი საგზატკეცილო ველორბოლაში ინდივიდუალურ შეჯიბრებაში.


ოთარ დადუნაშვილი

alt  alt 
საბჭთა კავშირის ჩემპიონი (1952), სსრკ სპორტის ოსტატი, 1952 წლის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1/16 ფინალი).

გურამ ჯოხაძე

alt   alt
საქართველოს 22-გზის ჩემპიონი სხვადასხვა დისტანციაზე, სსრკ ნაკრების წევრი (1954-56). იყო ველოტრეკზე მოასპარეზე სსრკ-ისა (1966-69, 72, 78-81) და საქართველოს (1966-69) ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. სსრკ და საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი. ომარ ფხაკაძის პირადი მწვრთნელი. მის გარდა აღზარდა 6 საერთაშორისო კლასისა და 49 სსრკ სპორტის ოსტატი.

არკადი ხაბურზანია

alt  alt
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი სალიდერო რბოლაში (1953), სსრკ სპორტის ოსტატი 1939 წლიდან.


გიორგი ლეჟავა

alt
საბჭოთა კავშირის ოთხგზის ჩემპიონი სალიდერო რბოლაში (1939,1940, 1944 და 1945), სსრკ სპორტის ოსტატი 1939 წლიდან.


მირონ ბარამია

alt  alt
1972 წელს მიიღო ველოსპორტის საერთაშორისო კომისრის დიპლომი. იყო მსოფლიო ჩემპიონატების კომისარი, სააპელაციო ჟიურის წევრი, სამოყვარულო ველოსპორტის საერთაშორისო ფედერაციის ტექნიკური მრჩეველი. 1993 წლიდან, მას შემდეგ, რაც გაერთიანდა მოყვარულ და პროფესიონალ ველომრბოლელთა საერთაშორისო ფედერაციები, მუშაობდა ლოზანაში, ოლიმპიურ შეჯიბრებათა კოორდინატორად. 1978 წლიდან იყო UCI-ის ტექნიკური კომისიის წევრი, ხელმძღვანელობდა UCI-ის სატრეკო ველოსპორტის კომისიას. მონრეალისა და ლოს - ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე იყო საერთაშორისო ფედერაციის კომისარი, ხოლო სეულში, ბარსელონასა და ატლანტაში - იმავე ფედერაციის ტექნიკური დელეგატი. ამჟამად ცხოვრობს შვეიცარიაში.

იგორ ვოლკოვი

alt
საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გიტში (1973). სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1971 წლიდან.  სსრ კავშირის საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი 1972 წლიდან.

ოლეგ პროკოპენკო

alt  alt 
1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. პერმი (ერთსაათიანი სალიდერო რბოლა), 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სალიდერო რბოლა), სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1961 წლიდან.


ირაკლი კავსაძე

alt
1965 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. პერმი (ერთსაათიანი სალიდერო რბოლა), 1964 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. მოსკოვი (სალიდერო რბოლა), სსრ კავშირის სპორტის ოსტატი 1961 წლიდან.


ვლადიმერ ძებნიაური

alt  alt 
საბჭოთა კავშირის არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი სალიდერო რბოლაში.


ლადო კავსაძე

 XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ - პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა. 1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ “გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში” (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტულის, ხარკოვისა და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელები.

ალექსანდრე პოპოვი

მსოფლიოს ორგზის რეკორდსმენი: 50 კმ-ზე - 41.17,82, ერთსაათიანი რბოლა - 72,804. სსრკ ჩემპიონი (1974) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 76) 50 კმ-ზე რბოლაში. საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.
ბეჭდვა