ველოსპორტის ისტორია

ველოსპორტი (ფრანგ. velocipede <</span> ლათ. velox _ სწრაფი, pes _ ფეხი). სპორტის სახეობა, რომელიც მოიცავს ველოსიპედით ტრეკზე და გზატკეცილზე რბოლას, ველოკროსს, მაუნთინბაიკს (სამთო დაშვება), ფიგურულ ტარებას, ველობურთს, ველოპოლოს.


მსოფლიოს ჩემპიონატი ტრეკზე რბოლაში იმართება 1893 წლიდან, საგზატკეცილო რბოლაში — 1921-იდან, ველოკროსში _ 1950-იდან; ოლიმპიური თამაშების პროგრამაშია: 1896-იდან კაცები, 1984-იდან ქალები.
ველოსიპედის ისტორიული საწყისები კამათის საგანს წარმოადგენს. ველოსიპედიზმის ისტორიის საერთაშორისო კონფერენციის (ICHC – 1990 წლიდან ყოველწლიურად ტარდება სხვადასხვა ქვეყანაში ) მასალების მიხედვით, ველოსიპედის,როგორც თვითმოძრავი ორთვლიანი მექანიზმის ისტორია, XIX საუკუნეში იწყება. თუმცა, არსებობს 1493 წლით დათარიღებული ნახატი, რომელზეც გამოსახულია ველოსიპედის მსგავსი მექანიზმი და რომელიც ეკუთვნის ლეონარდო და ვინჩის მოსწავლეს, ჯიაკომო კაპრიოტის. თვით ლეონარდო და ვინჩიმ მიაგნო ჯაჭვური გადაცემის პრინციპს (აღწერილია 1435 წელს შესრულებულ ნახატზე), მაგრამ ეს აღმოჩენა მხოლოდ ხუთი საუკუნის შემდეგ განხორციელდა. საეჭვოდაა მიჩნეული ფრანგი კომტ დე სივრაკის განცხადება, რომ მან 1791 წელს გამოიგონა ორთვლიანი მექანიზმი, რომელსაც ცელერიეფერი დაარქვა. დანამდვილებით ცნობილია, რომ 1817 წელს გერმანელმა კარლ ფონ დრეიზმა შექმნა “Lauftmashcine” (მრბოლი მანქანა), რომელსაც პრესამ ჯერ დრეზინა, შემდეგ კი ველოსიპედი უწოდა. ფონ დრეიზის თქმით, ხის ორთვალა მექანიზმის, როგორც ცხენის ერთგვარი შემცვლელის გამოგონება განაპირობა 1816 წლის გვალვამ და შიმშილმა. 1817 წელს მანჰეიმში მან თავისი მექანიზმით 13 კილომეტრი ერთ საათზე ნაკლებ დროში დაფარა. 1860-იან წლებში საფრანგეთში ველოსიპედის წინა ბორბალს პედლები გაუკეთეს. ექსპერტებს ჯერ არ აქვთ გარკვეული, ვინ იყო პირველი ამ საქმეში ერნსტ მიშო, პიერ ლალემენტი თუ ალექსანდრ ლეფევრი. 1879 წელს ინგლისელმა ჰენრი ლოუსონმა შექმნა ველოსიპედი ჯაჭვური გადაცემით, 1888 წელს კი ჯონ ბოიდ დანლოპმა _ პნევმატური საბურავით. XIX საუკინის ბოლოს ველოსიპედმა კონსტრუქციულად თანამედროვე სახე მიიღო.
ველოსპორტის დაბადების თარიღად მიჩნეულია 1868 წლის 31 მაისი, როცა პარიზში (პარკი სენ-კლუ) გაიმართა პირველი რეგისტრირებული რბოლა 2 კილომეტრზე. გაიმარჯვა ინგლისელმა ექიმმა ჯეიმს მურმა, რომელმაც ერთი წლის შემდეგ პირველი საგზატკეცილო რბოლაც მოიგო: პარიზ-რუანის 120-კილომეტრიანი ტრასა საათში საშუალოდ 12,4 კმ სიჩქარით გაიარა. ველოსპორტში პირველ რეკორდსმენად ითვლება ასევე ინგლისელი სპორტსმენი, ვინმე დოდსი. მან 1876 წლის 25 მარტს 1 საათში 25 კმ და 508 დაფარა.
ტრეკზე პირველი ველორბოლა მოეწყო ინგლისში 1868 წელს. იმდროინდელი ტრეკი იპოდრომის ტიპის, ოვალური მინდორი იყო. მოგვიანებით შენდებოდა თიხის, წიდისა და ბეტონისსაფრიანი ტრეკები 20-35-გრადუსიანი ვირაჟებით. XIX საუკუნის მიწურულს ველოსპორტი სწრაფად განვითარდა ევროპის მრავალ ქვეყანაში, ამერიკასა და ავსტრალიაში. გერმანიაში პირველი ველოშეჯიბრება მოეწყო 1882 წელს, რუსეთში _ 1883 წელს.
1970-იან წლებში ველოსპორტის ცალკე სახეობად ჩამოყალიბდამაუნთინბაიკი (ინგლ. mountain _ სამთო, bike _ ველოსიპედი), ანუ სამთო დაშვება, რომელიც აერთიანებს სამთო რბოლის ძირითად დისციპლინებს (მთიდან სწრაფდაშვება, რბოლა დასერილ ადგილებში, წინაღობათა გადალახვა, მთაზე ასვლა, ტრიუკები და ხტომები). პირველი სპეციალური სამთო ველოსიპედი დააპროექტა ამერიკელმა კონსტრუქტორმა გარი ფიშერმა, მანვე დაიწყო ამ ველოსიპედების სერიული წარმოება. 1969 წლიდან იმართება მსოფლიოს ჩემპიონატები, 1996 წელს კი სამთო დაშვება ოლიმპიური სახეობა გახდა. მაუნთინბაიკის ცალკეულ დისციპლინათა უმეტესობას სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მიაკუთვნებენ.
ველოსპორტი ყველა ოლიმპიადის პროგრამაში შედიოდა. 1896-1924 წლებში შეჯიბრების პროგრამა არაერთხელ გადაისინჯა. მაგალითად, პირველ თამაშებში პროგრამაში იყო ველოსპორტის 6 დისციპლინა, მეორეში _ 1, მესამეში _ 7. 1928-92 წლებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა, 1996 წლიდან კი პროგრამას დაემატა ქალთა და კაცთა საგზატკეცილო ინდივიდუალური რბოლა და სამთო ველოსპორტი, დისციპლინების რაოდენობა 14-მდე გაიზარდა. პირველი ოლიმპიური ჩემპიონი იყო ფრანგი პაულ მასონი, რომელმაც მოიგო ჰიტი ადგილიდან, სპრინტი 2000 და რბოლა 10000 . ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონია მარკუს ჰერლი (აშშ), 3-3 ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული დანიელ მორელონს, პაულ მასონს და ფლორიან როუსს (სამივე _ საფრანგეთი).

ველოსიპედისტთა საერთაშორისო კავშირი (Union Cycliste Internationale – UCI) დაარსდა 1900 წლის 14 აპრილს პარიზში (საფრანგეთი). დამფუძნებელი ქვეყნები: აშშ, ბელგია, იტალია, საფრანგეთი და შვეიცარია. აერთიანებს 159 ქვეყნის ფედერაციას და 5 კონფედერაციას.
ევროპის ველოსპორტის კავშირი (Union Europeenne de Cyclisme – UEC) დაარსდა 1990 წელს. აერთიანებს 47 ქვეყნის ფედერაციას.

საგზატკეცილო ველორბოლა
მსოფლიოს ჩემპიონები -კაცები

1927 ალფრედო ბინდა, იტალია
1928
გეორგ რონსი, ბელგია
1929
გეორგ რონსი, ბელგია
1930
ალფრედო ბინდა, იტალია
1931
ლეარჩო გუერა, იტალია
1932
ალფრედო ბინდა, იტალია
1933
გეორგ სპეიჩერი, საფრანგეთი
1934
კარლ კაერსი, ბელგია
1935
ჟან აერტსი, ბელგია
1936
ანტონინ მაგნე, საფრანგეთი
1937
ელოი მეულენბერგი, ბელგია
1938
მარსელ კინტი, ბელგია
1946
ჰანს კნეჰტი, შვეიცარია
1947
თეოდორ მიდელკამპფი, ჰოლანდია
1948
ბრიეკ სჰოტი, ბელგია
1949
. ვან სეენბერგენი, ბელგია
1950
ბრიეკ სჰოტი, ბელგია
1951
ჰერდი კუბლერი, შვეიცარია
1952
ჰეინც მიულერი, საფრანგეთი
1953
ფაუსტო კოპი, იტალია
1954
ლოისონ ბობეტი, იტალია
1955
სტან ოსკერსი, ბელგია
1956
. ვან სეენბერგენი, ბელგია
1957
. ვან სეენბერგენი, ბელგია
1958
ერკოლე ბალდინი, იტალია
1959
ანდრე დარიგადე, საფრანგეთი
1960
რიკ ვან ლუი, ბელგია
1961
რიკ ვან ლუი, ბელგია
1962
ჟან სტაბლინსკი, საფრანგეთ
1963
ბენონ ბეჰეიტი, ბელგია
1964
იან იანსენი, ჰოლანდია
1965
ტომ სიმპსონი, დიდი ბრიტანეთი
1966
რუდი ალტიგი, გფრ
1967
ედი მერქსი, ბელგია
1968
ვიტორიო ადორნი, იტალია
1969
ჰარმ ოტენბროსი, ჰოლანდია
1970
ჟან-პოლ მონსერე, ბელგია
1971
ედი მერქსი, ბელგია
1972
მარინო ბასო, იტალია
1973
ფელიცე გიმონდი, იტალია
1974
ედი მერქსი, ბელგია
1975
ჰენ კუიპერი, ჰოლანდია
1976
ფრედი მარტენსი, ბელგია
1977
ფრანჩესკო მოზერი, იტალია
1978
გერი კნეტემანი, ჰოლანდია
1979
იან რაასი, ჰოლანდია
1980
ბერნარ ჰინაულტი, საფრანგეთი
1981
ფრედი მარტენსი, ბელგია
1982
ჟუზეპე სარონი, იტალია
1983
გრეგ ლემონი, აშშ
1984
კლოდ კრიკელონი, ჰოლანდია
1985
ზუპ ზოეტემელკი, ბელგია
1986
მორენო არგენტინი, იტალია
1987
სტეფენ როშე, ირლანდია
1988
მაურიციო ფონდრიესი, იტალია
1989
გრეგ ლემონი, აშშ
1990
რუდი ჰაენენსი, ბელგია
1991
ჯანი ბაგნო, იტალია
1992
ჯანი ბაგნო, იტალია
1993
ლანს არმსტრონგი, აშშ
1994
ლიუკ ლებლანი, საფრანგეთი
1995
აბრაჰამ ოლანო მანზანო, ესპანეთი
1996
იაოჰან მუზეუმი, ჰოლანდია
1997
ლორენ ბროსარი, საფრანგეთი
1998
ოსკარ კამენზინდი, შვეიცარია
1999
ოსკარ ფრეირე გომესი, ესპანეთი
2000
რომან ვაინსტეინსი, ლატვია
2001
ოსკარ ფრეირე გომესი, ესპანეთი
2002
მარიო ჩიპოლინი, იტალია
2003
იგორ ასტორლოა, ესპანეთი
2004
ოსკარ ფრეირე გომესი, ესპანეთი

სწაგზატკეცილო ველორბილა
მსოფლიოს ჩემპიონები ქალები

1958 .იაკობსი, ლუქსემბურგი
1959
ივონ რეინდერსი, ბელგია
1960
ბერილ ბარტონი, დიდი ბრიტანეთი
1961
ივონ რეინდერსი, ბელგია
1962
.. გაილარდი, ბელგია
1963
ივონ რეინდერსი, ბელგია
1964
ემ. სონკა, სსრკ
1965
ელ. ეიჰოლცი, გდრ
1966
ივონ რეინდერსი, ბელგია
1967
ბერილ ბარტონი, დიდი ბრიტანეთი
1968
კორნელია ჰეიჯი, ჰოლანდია
1969
. მაკ ელმური, აშშ
1970
. გამბილონი, საფრანგეთი
1971
. კონკინა, სსრკ
1972
. გამბილონი, საფრანგეთი
1973
. ვანდერბოეკი, ჰოლანდია
1974
. გამბილონი, საფრანგეთი
1975
ტრ. ფოპმა, ჰოლანდია
1976
კორნელია ჰეიჯი, ჰოლანდია
1977
. ბოსტი, საფრანგეთი
1978
ბეატე ჰაბეტსი, გფრ
1979
პეტრა დე ბრუინი, ჰოლანდია
1980
ბეტ ჰეიდენი, აშშ
1981
უტე ენზენაუერი, გფრ
1982
მენდი ჯოინსი, დიდი ბრიტანეტი
1983
მარიან ბერგლუნდი, შვეიცარია
1985
ჟენი ლონგო, საფრანგეთი
1986
ჟენი ლონგო, საფრანგეთი
1987
ჟენი ლონგო, საფრანგეთი
1989
ჟენი ლონგო, საფრანგეთი
1990
კატერინ მარსალი, საფრანგეთი
1991
. ვან მოორსელი, ჰოლანდია
1993
. ვან მოორსელი, ჰოლანდია
1994
მონიკა ვალვიკი, ნორვეგია
1995
ჟენი ლონგო, საფრანგეთი
1996
ბარბარა ჰეებუ, შვეიცარია
1997
ალესანდრა კაპელოტო, იტალია
1998
დიანა ზილიუტე, ლიტვა
1999
ედიტა პუსინკაიტე, ლიტვა
2000
ზინაიდა სტაჰურსკაია, ბულგარეთი
2001
ნიკოლ კუკი, დიდი ბრიტანეთი
2002
სიუზან ლიუნგსკოგი, შვეიცარია
2003
სიუზან ლიუნგსკოგი, შვეიცარია
2004
იუდიტ არნდტი, გერმანია

ქართული ველოსპორტი


საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია დაფუძნდა 1992 წლის 13 მარტს.
1992
წლიდან ველოსპორტის საერთაშორისო კავშირისა (UCI) და ევროპის ველოსპორტის კავშირის (UEC) წევრია.
პრეზიდენტები: ომარ ფხაკაძე (1992-93), ბიჭიკო ასკურავა (1994), ემზარ გელაშვილი (1995), შალვა საღარეიშვილი (1996), იოსებ გოცირიძე _ მოვალეობის შემსრულებელი (1996-98), ბესარიონ ნადირაძე (1998 -2012, ) ომარ ფხაკაძე (2012- წლიდან).


საქართველოში ველოსპორტი XIX საუკუნის მიწურულს შემოვიდა, როცა თბილისში, ყოფილი დიდი მთავრის (ახლანდელი უზნაძის) ქუჩაზე აიგო პირველი ველოტრეკი. ამ საქმის ერთ-ერთი თაოსანი იყო ცნობილი სამხედრო ინჟინერი, თავადი ვასილ ჯორჯაძე (1856-1927), რომელსაც საკმაოდ დიდი თანხა გაუღია. ტრეკის ამოქმედების ოფიციალურ თარიღად 1892 წელი სახელდება. ძველ ველოსიპედისტთა გადმოცემით კი აქ 1886 წლიდან უკვე იმართებოდა შეჯიბრებები, მაგრამ უსახსრობის გამო მალე დახურულა. 1893 წელს ტრეკი ვასილ ჯორჯაძეს გამოუსყიდია და ექვსთა ტურნირი მოუწყვია. პეტერბურგის ჟურნალ ველოსიპედის მიხედვით, ამ ტურნირში სწორედ ჯორჯაძეს გაუმარჯვია, თანაც _ დიდი უპირატესობით. ამიტომაც არის, რომ საქართველოს პირველ ველოსიპედისტად ვასილ ჯორჯაძეა აღიარებული. XX საუკუნის დასაწყისში სახელი გაითქვა ლადო კავსაძემ _ პოპულარულმა ველოსიპედისტმა, მოჭიდავემ, საოპერო და საესტრადო მომღერალმა. 1907 წლის 18 მაისს თბილისის ველოტრეკზე გამართულ გრანდიოზულ ველოსამოტორო რბოლაში” (ასე იუწყებოდა იმდროინდელი აფიშები) კავსაძემ რუსთა სახელოვან სპორტსმენს სერგეი უტოჩკინს აჯობა და ჯილდოდ 300 მანეთი მიიღო. ამის შემდეგ კავსაძე წარმატებით გამოდიოდა ილერის, ტულის, ხარკოვისა და მოსკოვის ველოტურნირებში, პეტერბურგში კი, გარდა რუსებისა, დაუმარცხებია ინგლისელი, ამერიკელი და იტალიელი მრბოლელები.
1916
წელს წარმატებული მრეწველობის, ძმები ლგოტაკების შემწეობით საფუძვლიანად გადაკეთდა თბილისის ველოტრეკი. ლგოტაკები, სხვა საქველმოქმედო საქმეებთან ერთად, ველოსპორტსაც დიდ ყურადღებას უთმობდნენ: აწყობდნენ შეჯიბრებებს, აწესებდნენ პრიზებს, ფინანსურად ეხმარებოდნენ ხელმოკლე ველოსიპედისტებს. იმ პერიოდში წარმატებულ მრბოლელად ითვლებოდა საზღვარგარეთული ფირმა დუქსას მექანიკოსი ნიკოლოზ გაბრიელოვი, რომელსაც არაერთი ცნობილი უცხოელი მეტოქე დაუმარცხებია. 1910-იან წლებში ველოსპორტი ქუთაისშიც გავრცელდა, რასაც ხელი შეუწყო ყოფილი მიხაილოვის (ამჟამად ფალიაშვილის) ქუჩაზე ველოსიპედების საფირმო მაღაზიის გახსნამ. ამ მაღაზიის მეპატრონეს ვლადიმერ ტერკის თაოსნობით საღორიას ტყის მიდამოებში ხშირად იმართებოდა ველოსიპედისტთა შეჯიბრებები. 1920 წელს ქუთაისის შევარდენის ვარჯიშთავმა დათა ჯავრიშვილმა ჩამოაყალიბა ველოსიპედისტთა სექცია, “უმთავრესად ყურადღება ქონდა მიქცეული სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. აგრეთვე ველოსიპედელთა სექციის მიზანი იყო გაემართა შეჯიბრებები ურთიერთ შორის: ჩქარ სიარულზე, ნელ სიარულზე და ფიგურების კეთებაზე. დღემდის უმთავრესი ყურადღება მიქცეული ქონდა სიარულის სწავლას და ფიგურების კეთებას. საზოგადოებას ველოსიპედისტთა გუნდმა უჩვენა თავისი მოკლე ხნის ნამუშევარი, 9 მაისს, როდესაც იყო გამოსვლები ტან-სავარჯიშო საზოგადოება შევარდენი”-. ახლო მომავალში მას მიზნად აქვს მოაწყოს შეჯიბრებები ველოსიპედელთა შორის და ექსკურსიები.” ( ჟურნალი შევარდენი”. 1920 წელი, ქუთაისი).
სსრკ ჩემპიონატში ქართველთაგან პირველი გამარჯვებები მოიპოვა გიორგი ლეჟავამ, რომელმაც 1939-45 წლებში 4-ჯერ მოიგო სალიდერო რბოლა. 40-50-იან წლებში გამოირჩეოდნენ ავთანდილ გუნია, არკადი ხაბურზანია, ოთარ დადუნაშვილი, ვლადიმერ ძებინიაური, ედუარდ ჯიმშელეიშვილი. მათი გზა ღირსეულად გააგრძელა ქუთაისელმა სპრინტერმა ომარ ფხაკაძემ, რომელმაც ერთბაშად დაიპყრო სპორტული სიმაღლეები, 1965 წელს კი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. ფხაკაძე მთელი 10 წელიწადი ლიდერობდა საბჭოთა ნაკრებში და პლანეტის ერთ-ერთ უძლიერეს სპრინტერად ითვლებოდა. სხავდასხვა თაობის ველოსიპედისტთა შორის საკავშირო და საერთაშორისო სარბიელზე წარმატებით გამოდიოდნენ შოთა კაცაძე, იგორ ვოლკოვი, ვლადიმერ პოპოვი, პეტრე ჩევარდოვი, ემზარ გელაშვილი, ოთარ მჭედლიშვილი და სხვ.
ველოსპორტის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 1972 წელს თბილისში აშენებულმა ცენტრალურმა ველოტრეკმა, რომელიც თავისი ტექნიკური მონაცემებით უტოლდებოდა იმდროინდელ მსოფლიოს საუკეთესო ტრეკებს. იმავე წლიდან რეგულარულად იმართებოდა პოპულარული საერთაშორისო ტურნირი საქართველოს ტელევიზიის პრიზზე, თბილისში ჩამოდიოდნენ პლანეტის უძლიერესი ველოსიპედისტე-ბი. ეს ტრადიცია 1989 წელს შეწყდა, მოგვიანებით კი, ეკონომიკური პრობლემების გამო, საქართველოში ველოსპორტის განვითარება მნიშვნელოვნად შეფერხდა.


საქართველოს სპორტსმენთა შედეგები

ოლიმპიური თამაშები

-

-

1

მსოფლიოს ჩემპიონატი

1

2

2

ევროპის ჩემპიონატი

-

-

-


ოლიმპიური თამაშები
III ადგილი
ომარ ფხაკაძე 1972

alt
 მსოფლიოს ჩემპიონატი
I ადგილი
ომარ ფხაკაძე 1965

alt
II ადგილი
ომარ ფხაკაძე 1969
alt
პეტრე ჩევარდოვი 1979
alt
III ადგილი
ომარ ფხაკაძე 1966

alt
ემზარ გელაშვილი 1982
alt

მსოფლიო ჩემპიონატი იუნიორებს შორის

I ადგილი
იური კაზაკოვი
alt

II ადგილი
ოთარ მჭედლიშვილი
alt

III ადგილი
მერაბ სურმავა
alt

ბეჭდვა